„მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე დგას”- ანტონიო გუტერეში

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაერო-ში, ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე დგას, რომლის მსგავსი ცივის ომის შემდეგ არ ყოფილა.

გუტერეშის თქმით, მსოფლიოს მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებამდე.

„მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე დგას, რომლის მსგავსი ცივის ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენ აქამდე არაჩვეულებრივად იღბლიანები ვიყავით, მაგრამ იღბალი არ არის სტრატეგია. არც ფარი არ არის გეოპოლიტიკური დაძაბულობისგან დასაცავად, რომელიც ბირთვული კონფლიქტისკენ მიემართება“,– განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

მსგავსი თემები