,,აშშ-ის ადმინისტრაცია მზად არის, რუსეთთან ოპერატიულად აწარმოოს მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლის ახალ სისტემაზე”- ჯო ბაიდენი

,,აშშ-ის ადმინისტრაცია მზად არის, რუსეთთან ოპერატიულად აწარმოოს მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლის ახალ სისტემაზე, რომელიც სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას ჩაანაცვლებს, როდესაც მას 2026 წელს ვადა ამოეწურება, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა უნდა აჩვენოს მზაობა, აშშ-სთან ბირთვული შეიარაღების კონტროლზე მუშაობასთან დაკავშირებით.

„ამ კონტექსტში რუსეთმა უნდა აჩვენოს, რომ ის მზად არის, განაახლოს აშშ-სთან ბირთვული შეიარაღების კონტროლზე მუშაობა. ჩინეთს, როგორც ბირთვულ სახელმწიფოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ასევე ეკისრება ​მოლაპარაკებებში ჩართვის პასუხისმგებლობა, რაც შეამცირებს არასწორი გათვლების რისკს და აღმოფხვრის მადესტაბილიზებელ სამხედრო დინამიკას“, – აღნიშნავს ჯო ბაიდენი.

მსგავსი თემები