„ეკლესია ვერასდროს შეეგუება ამ ფერად-ფერად ცხოვრებას, კაცზე კაცის  გათხოვებას და ქალზე ქალის“ – მეუფე

მიტროპოლიტი სტეფანე ევროკავშირის მიერ 12 პუნქტიანი დავალების შესრულებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი პუნქტი „ფერად-ფერად ცხოვრებას“ ანუ ლგბტ თემის თავისუფლებას გულისხმობს.

როგორც მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, ეს არის სოდომური ცოდვა, რომელსაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს.

„იმ 12 პუნქტში ეს „ფერად-ფერადი ცხოვრება“ პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და ყველა, ვინც ხმას ამოიღებს, უნდა მოიშთოს. ეკლესია ვერასდროს შეეგუება ამ ფერად-ფერად ცხოვრებას. კაცზე კაცის  გათხოვებას და ქალზე ქალის, ვინც უჭერს მხარს, ის არის სოდომური ცოდვის დამმკვიდრებელი და რაც სოდომური ცოდვისთვის ეწევა ნებისმიერ ადამიანს, ყველაზე არის ეს წყევლა. არა ჩემგან, არამედ ბიბლიიდან არის ეს წყევლა. ეშინოდეს ყველას, ვინც ამას საქართველოში ამკვიდრებს. ქართველებზე ვლაპარაკობ, თორემ მათ შეგრძნება აღარ აქვთ“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

 

მსგავსი თემები