„ალბათ, ეს ყველაზე ძლიერი თავდასხმა იყო, რაც აქამდე მომხდარა“ – უკრაინა ისევ დაიბომბა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ მიკოლაევი დაბომბეს. იერიშის მიტანა ისევ სამოქალაქო ობიექტებზე მოხდა. როგორც ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაინგრა შენობები.  არიან დაშავებულები.

„მტერმა დღეს მიკოლაივზე მასიური იერიში მიიტანა. ალბათ, ეს ყველაზე ძლიერი თავდასხმა იყო, რაც  აქამდე მომხდარა. განადგურდა რამდენიმე ობიექტი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები“, – აცხადებს ქალაქის მერი.

არსებული ინფორმაციით, დაბომბვისას რუსულმა ძალებმა კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენეს.

 

მსგავსი თემები