მთავარია, ფული გადაიხადო – კანონმდებლობა პარაპლანის პილოტს ლიცენზირებას არ ავალდებულებს და არც არაფერს სთხოვს

გუდაურში, პარაპლანით ფრენისას, მიმდინარე წლის მხოლოდ 6 თვეში 3 ადამიანი გარდაიცვალა – 2 ტურისტი ერთი კი პილოტი. უამრავია დაზიანების შემთხვევები. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ეს არის სფერო, რომელიც არც ლიცენზირებას ექვემდებარება და არც არავინ აკონტროლებს, მთავარია, ფული გადაიხადო – გაფრინდე თუ არ გაფრინდე, ეს პარაპლანერისტის გადასაწყვეტია.

აღნიშნულ თემაზე მედიაცენტრ მთავართან“ პარაგლაიდინგის ფედერაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პილოტმა  კაპანაძემ ისაუბრა.

კითხვაზე: მე ვარ ტურისტი, არ ვარ ამ სფეროში გათვითცნობიერებული, მაგრამ მინდა ფრენა, არ ვერკვევი არც ამინდში, ქარში, აპარატში – თუ ფულს გადავიხდი, ყველაფერი მოსულა? შემდეგი პასუხი მივიღეთ:

„სამწუხაროდ, ახლა, ამ წუთას პრიორიტეტი ის არის, რომ თქვენ ფული გადაიხადოთ, რაც პრინციპში, ცუდია. მაგრამ, გუდაურში ძალიან ბევრი კარგი პილოტია, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება გააჩნიათ. გუდაურში რაც დღეს ხდება, ფრენები, ეს არია პილოტის ემპირიული გადაწყვეტილება. წარმოგიდგენიათ, მსგავსი რამ აეროპორტში რომ ხდებოდეს? თვითმფრინავის პილოტი რომ წყვეტდეს გაფრინდება თუ არ გაფრინდება. არადა, მინიმუმ სამსაფეხურიანი სისტემაა – ტექნიკა  (ტექნიკოსები), თვითმფრინავი, დისპეჩერი. მსგავსი სტრუქტურა ან რაიმე დოკუმენტი, ამ ადგილზე ფრენების რა წესები უნდა იქნას დაცული, არ არსებობს“ – აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ მედიაცენტრ მთავართან.“

მისივე თქმით, ეს წელიწადი საკმაოდ ცუდად დაიწყო. 3 გარდაცვალების შემთხვევით – 2 მგზავრი და ერთი პილოტი. მთლიანობაში კი გუდაურში, პარაპლანით ფრენისას 5 გარდაცვალება დაფიქსირდა. იყო სხვადასხვა სახის დაშავებებიც – მსუბუქიც და მძიმეც.

 

მსგავსი თემები