„გთხოვთ, მაპატიეთ“ – ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანისტის დედა

გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ერთადერთი გადარჩენილი ჰყავს – 32 წლის  ნუგზარ რაზმაძე. რაზმაძე კლინიკაში იმყოფება, მან მოტეხილობა მიიღო, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.

მუხლებზე დაჩოქილი დაშავებულის დედა დაღუპულთა ოჯახებს პატიებას სთხოვს.

„ვინც იქ ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა, ჩემი შვილის გამო დაიღუპა. მათ ოჯახებს დიდ სამძიმარს ვუცხადებ. მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიონ. ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ. რა დღეში ჩაცვივდა ხალხი ჩემი შვილის გამო, ისინი მედარდება. გთხოვთ, მაპატიეთ“ – ამბობს დედა, რომლის შვილის სიცოცხლეს შემთხვევით გადაურჩა.

პარაპლანისტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი დაკითხვა ვერ ხერხდება. ოჯახის ადვოკატი კი აცხადებს, რომ სამართალდამცველებთან ითანამშრომლებენ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში მომხდარ ტრაგედიას 9 გარდაცვლილი ჰყავს – ერთი ტურისტი და 8 ვერტმფრენში მყოფი სამაშველო ჯგუფი.

მსგავსი თემები