რუსეთი ამერიკისგან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გადაცემას ითხოვს

რუსეთი ამერიკას საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში პატიმრობაში იმყოფებიან, მაშინ დაუბრუნებს, თუ აშშ რუსეთს რუს იარაღით მოვაჭრის – ვიქტორი ბუტისა და საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელის – ვადიმ კრასიკოვს გადასცემს.

რუსეთი ამერიკელი პატიმრების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის გაცვლას ითხოვს. კრასიკოვი ის ჯაშუშია, რომელსაც  ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. მან  ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს, ბერლინის ცენტრში მოკლა. ის სასჯელს გერმანიაში იხდის.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა გერმანელებს მიმართეს, რამდენად აქვთ კრასიკოვის „ვაჭრობაში ჩართვის“ მზაობა.

მსგავსი თემები