პარაპლანით ფრენა შესაძლოა, საქართველოში საერთოდ აიკრძალოს

თითქმის ყველა სეზონი, როდესაც საქართველოში პარაპლანით ფრენა იწყება, მსხვერპლით სრულდება. დღეს, გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც უცხოელი ტურისტისა და მის დასახმარებლად ჩასული 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დღის წესრიგში დადგა პარაპლანით ფრენის აკრძალვა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანით ფრენა დროებით აიკრძალება.

„თითქმის კვირა არ გავა, რომ სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა არ მოხდეს. არის გარდაცვალების ფაქტებიც. უნდა ვიმუშაოთ, რეგულაციები გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს. პარაპლანის ჩამოვარდნა აქ ხშირად ხდება. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები. როგორ გაიცემა ლიცენზია, საინტერესოა ყველაფერი და ამას აუცილებლად ჩავყვებით. ამ დღეების განმავლობაში, ჩემი აზრით, ყველანაირი პარაპლანით ფრენა უნდა გაჩერდეს და შესწავლის შემდეგ ლიცენზია იმ ადამიანებზე გაიცეს, ვინც ნამდვილად პროფესიონალები არიან“, – განაცხადა შს მინისტრმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები