უბედური შემთხვევა გუდაურში – სამაშველო ვერტმფრენი, კლდეს დაეჯახა და აფეთქდა

გუდაურში, სამაშველო ვერტმფრენი, კლდეს დაეჯახა და აფეთქდა. აღნიშნული ვერტმფრენი  პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა.

არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ორი მფრინავი იყო, სამი კი მაშველი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გუდაურში პარაპლანი ჩამოვარდა, რის შედეგადად  რამოდენიმე ადამიანი დაშავდა, მაშველები სწორედ მათ ამოყვანას ცდილობდნენ.

მსგავსი თემები