,,საქართველოში ომი ამ ქვეყნის გულშემატკივარი არც ერთი სახელმწიფოს ინტერესში არ არის”- მიხეილ სარჯველაძე

,,რა საკვირველია, საქართველოში ომი საქართველოსა და ამ ქვეყნის გულშემატკივარი არც ერთი სახელმწიფოს ინტერესში არ არის – ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც აშშ-ს ელჩმა თქვა, რომ საქართველოში ომის დაწყების პროპაგანდა რუსული საქმის კეთებაა,”- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხდა.

უმრავლესობის წევრის თქმით, ომის დაწყება და ამის პროპაგანდა არის საქართველოს უფსკრულში ,,ჩათრევა.”

,,მე არასდროს მითქვას, რომ დასავლეთს უნდა საქართველოში ომი, მაგრამ მითქვამს და ვამბობ, რომ დასავლეთში შეიძლება არსებობდნენ პოლიტიკოსები, ვინც ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუკი შეტევის ახალი ფლანგი სადმე სხვაგან გაიხსნებოდა”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები