,,საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი”- კელი დეგნანი

საქართვრელოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რთულია იმის გაგება, თუ რატომ ცდილობს ზოგიერგი პოლიტიკოსი დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები. ელჩის თქმით, საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი.

,,რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ქართველ ხალხთან მუშაობას გავაგრძელებთ”,- განაცხადა კელი დეგნანმა ,,ამერიკის ხმასთან”.

მსგავსი თემები