„ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე, როდესაც სიცრუის ტირაჟირება ხდება“ – კახა კალაძე კვლევაზე

“ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე და სიცრუე, როდესაც სიცრუის ტირაჟირება ხდება, არასწორი ინფორმაციის გავრცელება. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლაში. შეგიძლიათ იხილოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევები და შეფასებები. დარწმუნდებით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა”, – აღნიშნავს კალაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. ორგანიზაცია  ე.წ. ელიტურ კორუფციაზე საუბრობს და თბილისის მერიას ახსენებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014-2017 წლებში თბილისის მერიასთან არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსა საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის არაერთი სავარაუდო შემთხვევა.

 

მსგავსი თემები