პრეზიდენტი ირაკლი კობახიძის ქმედებას „უკადრის საქციელს“ უწოდებს

ირაკლი კობახიძის მხრიდან ჟურნალისტის შეურაცხყოფას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. როგორ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ეს უკადრისი საქციელია.

„კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას.

“ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა!” ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

,,შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ასევე, შენ არ ხარ ქალი – რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე”- ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს

მსგავსი თემები