„სანქციების გამკაცრება არ კმარა, მას უნდა მიებას ქულების ჩამოკლება“ – ეკა ლალიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„ავტოსაგზაო შემთხვევების დარღვევის გამო, გასულ წელს დაახლოებით 450-მდე ადამიანი დაიღუპა და  7 700-მა მძიმე ტრამვა მიიღო. გასაუბჯობესებელია როგორ საკანონმდებლო ჩარჩო, ისე ინფრასტრუქტურა და კანონების ადმინისტრირება“ – აცხადებს  „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ და ითხოვს, ჯარიმების გაზრდასთან ერთად, ქულების სისტემის ჩამოკლებამაც იმუშაოს.

მისი შეფასებით, მძღოლებს ჯარიმების გადახდა არ აბრკოლებთ, დარღვევები ისევ ჩაიდინონ.

„გამოწვევები საკმაოდ ბევრია. იცით, რომ საკანონმდებლო პაკეტი შესულია პარლამენტში და მალე დაიწყება მისი განხილვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერია „დრიფტაობასთან“ დაკავშირებით, არაერთი ადამიანი ვიცით, რომელიც დაიღუპა უკანონო რბოლების გამო. მიუხედვად იმისა, რომ ფაქტები ხდებოდა, ვერაფერს ვახერხებდით და მისასალმებელია ეს ქმედება. ფულადი ჯარიმა და 30 ქულის ჩამოკლება. ეს მეტნაკლებად სტიმულირებას მისცემს მძღოლებს, გადავიდნენ ავტოდრომზე“ – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე შეფასებით, მსუბუქ დარღვევებზე არა, თუმცა, იმ დარღვევებზე, რომელიც ადამიანის დაშავება-დაზიანებას იწვევს, ჯარიმებთან ერთად, ქულების ჩამოკლებას მექანიზმიც უნდა მუშაობდეს.

„რაც შეეხება სიჩქარის გადაჭარბებას, აქ ვებრძვით იმ დამრღვევ მძღოლებს, რომლებიც უხეშად არ იცავენ წესს თუმცა, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ფულადი ჯარიმა საკმარისი არ არის ამ კატეგორიის მძღოლებისთვის. მათ არ აქვთ ჯარიმის გადახდის პრობლემა, მათი შემაფერხებელი იქნებოდა ქულათა ჩამოკლება  და ეს მიბმული უნდა იყოს ჭკვიან კამერებთან. ჯარიმას პლუს ქულების ჩამოკლება უფრო ეფექტური სისტემაა“ – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, შარშან მხოლოდ 92 მძღოლს  გაუნულდა ქულა. „არადა, თუ ჩვენ ვნახავთ წლის განმავლობაშ დარღვევების სტატისტიკას, 92 ქულაგანულებული მძღოლი ძალიან ცოტაა“ – აღნიშნა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთვარში“.

მსგავსი თემები