,,არახამიას თავი ჩე გევარა თუ ჰგონია და შეუძლია, რაღაც რევოლუცია მოაწყოს, რევოლუციები ასე არ ტარდება”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

,,გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი  უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება. რაქვიაშვილის შეფასებით, არახამიას განცხადება  რევოლუციასთან დაკავშირებით არასერიოზულია.

„რაც შეეხება მის განცხადებას მშვიდობიან რევოლუციაზე, თუ არახამიას თავისი თავი ჩე გევარა ჰგონია და შეუძლია, ქვეყანაში ჩამოვიდეს, რაღაც რევოლუცია მოაწყოს, არ მგონია, ეს ასე იყოს. რევოლუციები ასე არ ტარდება. მთავრობა ქმნის გარემოს, სადაც რევოლუცია შესაძლებელია და ვინც არ უნდა იყოს ლიდერი, რევოლუცია შეიძლება, მოხდეს. არ მგონია, ეს სერიოზულად იყოს ნათქვამი. საერთოდ, ჩემი აზრით, ჩე გევარა ცუდი ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუცია ადამიანის უფლებაა და თუ რეჟიმი ცუდად იქცევა, რევოლუციის ჩატარება ადამიანების ვალდებულებაა, მაგრამ ჩე გევარა ბოროტი ადამიანი იყო, რომელიც არასოდეს არ უნდა მოგვეწონოს. მაგრამ, არ მგონია, რომ არახამაიას განცხადება სერიოზული იყოს. წარმოუდგენელია, რევოლუცია გვინდოდეს, ვიღაცის ჩამოსვლას და დახმარებას ველოდებოდეთ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

,,ბიჭებო, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე”- დავით არახამია

მსგავსი თემები