,,თუ უკრაინულ კანონს შევხედავთ, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდება ოლიგარქის განმარტებაში”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, უკრაინულ კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდება ოლიგარქის განმარტებაში, თუმცა ჯდებიან სხვა ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ.

სამხარაძის თქმით, ყველასთვის ნათელია, ვინ ახდენს გავლენას ოპოზიციურ მედიებზე, ვის აქვს საკუთარი პარტიები.

„ჩვენი მხრიდან დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთებული იყო უკრაინულ კანონზე დაყრდნობით. თუ უკრაინულ კანონს შევხედავთ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდება ოლიგარქის განმარტებაში, თუმცა ჯდებიან სხვა ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვისურვებდი, ასეთი სახის კანონი საქართველოში გვქონდეს და ამ კანონით იმ ოლიგარქებსა და მდიდარ ადამიანებს შეეზღუდოთ პოლიტიკასა და მედიაზე გავლენების არსებობა, ვინც საეჭვო გზებით არიან გამდიდრებულები. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველასთვის ნათელია, იცით, ვინ ახდენს გავლენას ოპოზიციურ მედიებზე, ვის აქვს საკუთარი პარტიები, როგორ ერევიან მათ საქმიანობაში და ვინ აფინანსებს საპროტესტო აქციებს“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი თემები