“განათლების სისტემა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხებს” – სიმონ ნოზაძე

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი სიმონ ნოზაძე მიესალმება რეფორმებს, რომელიც განათლების სისტემაში ხორციელდება, თუმცა აცხადებს, რომ მსგავსი რადიკალური რეფორმისთვის, საზოგადოებრივი აზრის მომზადებაა საჭირო.

როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად აუცილებელია, სასკოლო განათლებაში მასწავლებლების მიმართ ნდობა და უფლებები გაიზარდოს.

“ამ პროცესებში მთავარი ის არის, რომ ცენტრალურ ფიგურად ისევ მასწავლებელი უნდა ვაქციოთ. უუფლებო მასწავლებლების ხარჯზე განათლების სისტემას ვერ გავაუმჯობესებთ. მასწავლებლის უფლება და ნდობა გაიზარდოს“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატის აზრით, განათლების რეფორის დასახვეწად სპეციალური უმაღლესი სასწავლებლები უნდა შეიქმნას, რომლებიც პედაგოგებს მოამზადებს:

„განათლების სისტემაში რეფორმები რომ გასატარებელია, აშკარაა. განათლების სისტემა დღევანდელ მოთხოვნებს ვერ პასუხებს და ის პრეზენტაციები, რომლებიც არსებობს, მისაღებია. იგივე, მასწავლებლების გათავისუფლება დამატებითი ბიუროკრატიული წნეხისგან. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ სპეციალური უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც პედაგოგებს მოამზადებს, ქვეყანას არ გააჩნია, არადა ამ სფეროში ქართველებს განსაკუთრებული წარმატებები გვქონდა,” – განაცხადა სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები