ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა.
„ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ ევროკავშირის გაძლიერებულ, გახანგრძლივებულ სანქციებზე კრემლის წინააღმდეგ. მივესალმები ამას. ეს მოსკოვისთვის ძლიერი გზავნილია: ჩვენ შევინარჩუნებთ ძლიერ ზეწოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.