,,გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა”- ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი

ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბიჭვინთაში არსებული მიწის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს ეხმიანება.საუბარია ბიჭვინთაში 184 ჰექტარის ფართობის მიწაზე, რომელსაც დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს და რომლის რუსეთისთვის გადაცემასაც საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს.

ბჟანიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის გარდა ალტერნატივა არ აქვს.

„შეგვიძლია თუ არა ჩვენ, უზრუნველვყოთ კეთილდღეობა, მშვიდობა და სიწყნარე რუსეთის მხარდაჭერის გარეშე? რა ალტერნატივა გვაქვს ჩვენ? გვყავს თუ არა მეზობლები, რომლებიც ასეთ მხარდაჭერას აღმოგვიჩენენ? სხვა მეზობელთან ჩვენ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგორ შეიძლება ამის დავიწყება? ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ან ვერ აცნობიერებს, ან გვაჩვენებს, რომ არ აცნობიერებს, რომ დასავლეთი დაინტერესებული არ არის, დაგვეხმაროს. ეს ტყუილია, ვინმეს ჩვენი დახმარება რომ სურდეს, ჩვენ უკვე გვაღიარებდნენ. მოხდებოდა თუ არა ჩვენი ქვეყნის აღიარება, დიდ რუსეთს რომ პირველი ნაბიჯი არ გადაედგა? რუსეთი გაძლებს ამ აგარაკის გარეშეც, ხოლო გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ.

ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეთანხმება რუსეთისთვის მიწის გადაცემას ითვალისწინებს. მისი მტკიცებით, რუსეთს მხოლოდ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გადაეცემა.

მსგავსი თემები