,,ასე თუ გააგრძელებენ, ქვეყანას მიაყენებენ ძალიან დიდ დარტყმას”- იოსელიანი ,,ქართულ ოცნებაზე”

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას ეხმიანება. დეპუტატის განცხადებით, ახელმწიფო დეპარტამენტმა ყვითელი ბარათი ამოუღო „ქართულ იცნებას“ და ამაზე უნდა დაფიქრდნენ.

„ასე თუ გააგრძელებენ, სიმართლე გითხრათ, მათი პოლიტიკური მომავალი ნაკლებად მადარდებს, მაგრამ ქვეყანას მიაყენებენ ძალიან დიდ დარტყმას. სტაბილურობის ერთადერთი გარანტი მთელი ამ წლების მანძილზე თუ ვინმე იყო, იყო ამერიკის შეერთებული შტატები და მათზე თავდასხმა ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის ინტერესები უგულვებელყო. იმიტომაც ჰქონდათ მათ ასეთი მძაფრი რეაქცია. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ენით არ ესაუბრებიან“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს საგარეო კურსთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ მიზნებზე საუბარი გამიჭირდება. მათი ბოლოდროინდელი განცხადებები არის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია მათივე გაცხადებულ პროდასავლურ კურსთან. ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, დასავლეთის მხარეს არიან, თუ სხვა მხარეს ირჩევენ“, – აღნიშნავს ლევან იოსელიანი.

მსგავსი თემები