უკრაინის პირველი ლედი კონგრესში სიტყვით გამოვა

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა აშშ-ში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკა სახელმწიფო მოხელეებს ხვდება. შეხვედრა უკვე შედგა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.

როგორც უკრაინის პირველი ლედი წერს, მან სახელმწიფო მდივნისგან მტკიცე მხარდაჭერა მიიღო. „ენტონი ბლინკენის პოზიცია, რომ  სუვერენული, დამოუკიდებული უკრაინა იარსებებს ბევრად დიდ ხანს, ვიდრე პუტინი, უცვლელია“ – აცხადებს ოლენა ზელენსკა.

პირველი ლედი აშშ-ში ჯილ ბაიდენის მიწვევით იმყოფება. დაგეგმილია მისი კონგრესში სიტყვით გამოსვლაც.

მსგავსი თემები