პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითხოვს

ქალაქ ვინიცაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებისა და ადამიანთა ხოცვის გამო, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ითხოვს, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადდეს.

„ვინმეს რომ დალასში, სამედიცინო ცენტრზე იერიში განეხორციელებინა,  ან დრეზდენში, რაც ღმერთმა არ ქნას, რა დაერქმეოდა ამას?  ტერორიზმი არა?“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი ვინიცაზე მიტანილი იერიშიც შემდეგ.

მისი თხოვნაა, რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ უნდა გამოცხადდეს.

„მსოფლიოს არც ერთი სხვა სახელმწიფო წარმოადგენს ასეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორც რუსეთი. არც ერთი სახელმწიფო აძლევს საკუთარ თავს უფლებას, ყოველდღიურად რაკეტებით გაანადგუროს მშვიდობიანი ქალაქები და მოქალაქეები. ერთი სარაკეტო იერიშით ვინიცაში 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი ათ წლამდე ასაკის იყო.  სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან. ჰოსპიტალიზებულთა შორის ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაშია“, –განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები