,,ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვისი ბრალია, რომ საქართველომ ვერ მიიღო იგივე სტატუსი, რაც უკრაინამ და მოლდოვამ”- მაიკლ გალერი

ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას, მაიკლ გალერიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ,,ქართული ოცნება” კონცენტრირდეს დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე.

მისი შეფასებით, ზოგიერი პოლიტიკოსის განცხადებები ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ვითარებას აუარესებს.

,,ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვისი ბრალია, რომ საქართველომ ვერ მიიღო იგივე სტატუსი, რაც უკრაინამ და მოლდოვამ. ვფიქრობ, ქართული ოცნების თავმჯდომარის სარკასტული გამონათქვამები, რომ თუ საქართველო დეკემბრისთვის ომში ჩაერთვება, ის აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, საქმეს არ შველის. პირიქით, აუარესებს სიტუაციას და გვაჩვენებს, რომ ქართული ოცნება სრულიად სხვა გზას ადგას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ,,ქართული ოცნება” კონცენტრირდეს კომისიის მიერ წარდგენილ 12 პუნქტზე, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს,”- განაცხადა მაიკლ გალერიმ.

მსგავსი თემები