„სიტუაცია კვლავ საგანგაშოა“ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის მზარდი მაჩვენებლის გამო შეშფოთებას გამოხატავს და აცხადებს, რომ ვირუსი ა გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად რჩება.

არსებული მონაცემებით, ორი კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.

„კოვიდ-19“ დასრულებისგან შორის არის. შეშფოთებული ვარ, რომ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა მატებას განაგრძობს, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებზე და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებზე. ასევე შეშფოთებული ვარ გარდაცვალების შემთხვევების ზრდის ტენდენციით. „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით გასულ პარასკევს საგანგებო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელმაც დაასკვნა, რომ ვირუსი კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანო გებრეიესუსი.

 

მსგავსი თემები