ხანძარი თამარ მეფის ქუჩაზე – ცეცხლი ერთ-ერთ სახლში გაჩნდა

ხანძარი თბილისში –  თამარ მეფის N20-ში, სამსართულიან კორპუსში ცეცხლი ერთ-ერთ სახლში გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის მიზეზი  სავარაუდოდ დენის კაბელია.

ძლიერი დაკვამლიანების გამო, რამდენიმე მაცხოვრებელი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ.

მსგავსი თემები