რუსეთი ევროპისთვის ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით გაზის მიწოდებას წყვეტს

11 ივლისიდან რუსეთი ევროპისთვის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებელი გაზსადენით, ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით  გაზის მიწოდებას,  ტექნიკური სამუშაოების გამო  წყვეტს. მიწოდება სავარაუდოდ, ათი დღით შეჩერდება, მაგრამ მთავრობები, ბაზრები და კომპანიები შეშფოთებულნი არიან, რომ მიწოდება შეიძლება გაგრძელდეს უკრაინაში ომის გამო.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით,  გასაკვირი არ იქნება, თუ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს და ამის მიზეზად ტექნიკურ შეფერხებას დაასახელებს.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ნავთობსა და გაზს პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად იყენებს და თქვა, რომ ტექნიკური სამუშაოები იყო რეგულარული, დაგეგმილი ღონისძიება.

ცნობისთვის, Nord Stream 1 მილსადენით რუსეთიდან გერმანიაში წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება ხდება.

მსგავსი თემები