„ევროპარლამენტარებმა როგორ უნდა შეგვარიგოს…რა იციან ევროპელებმა“ – მეუფე იაკობის ქადაგება

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ევროპარლამენტარებსა და მათ მიმდევრებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ ჩვენზე მეტი არაფერ იციან.  იმათ როგორ უნდა გვირჩიონ, თუ ჩვენ აქ ერთმანეთი ვერ ავიტანეთ, რომელ ევროპაზეა ლაპარაკი – აცხადებს მეუფე ქადაგებისას და პერსპექტივის მოცემისთვის ტაშის დაკვრას არ აპირებს.

„დიახაც, ევროპამ ჩვენგან უნდა ისწავლოს ქრისტიანობა. ჩვენ არ ვიცით ხოლმე არავის მიტოვება. 2008 წელი, იქაც მიგვატოვეს და ტაში დავუკრათ პერსპექტივა რომ მოგვცეს? ჩვენი ერი უნდა გავხდეთ ძლიერი ერი. რატომ უნდა შევცვალოთ კანონები? ევროპიდან რომ გვთხოვენ იმიტომ თუ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ რა გვჭირდება ჩვენ? რა იციან ევროპელებმა 12 მჭირდება თუ 25 მჭირდება, შეიძლება 3 მჭირდება. რომ შევიცვალო.  დღეს რო ასე მექცევი, რომ შემოხვალ მერე ხო  უფრო ცუდად მომექცევი?

მაკრონს რაც არ უნდა ეთქვა, მანამდე სიტყვა-სიტყვით ვთქვი სანამ იტყოდა. იმიტომ რომ, ვიცი ტყუილი რითი უნდა გაემართლებინა. არავისზე შესახვეწი არაფერი გვჭირს. დღევანდლამდე მოაღწია ჩვენმა ერმა. როცა გელაპარაკები მე ჩემი ქვეყნის სახელით რომ გელაპარაკები,  კეთილი უნდა ინებო და როგორც თანასწორი თანასწორს ისე უნდა მელაპარაკო და მიიღე ჩემი მრავალმილიონიანი ენა. რამდენი ხანია ვიძახი, მოდით ეკლესიაში და შერიგება ეკლესიაში მოხდება-თქო.  ევროპარლამენტარებმა როგორ უნდა შეგვარიგოს. ან იმათმა როგორ უნდა გვირჩიონ, თუ ჩვენ აქ ერთმანეთი ვერ ავიტანეთ. რომელ ევროპაზეა ლაპარაკი“ – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

 

მსგავსი თემები