რუსებმა უკრაინაში ხორბლის მინდვრები გადაწვეს

უკრაინაში რუსული ძალების სისასტიკე გრძელდება. მათ,  ზაპოროჟიეში მარცვლეულის მინდვრები გადაწვეს. ინფორმაციას და ფოტოს  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს.

საუბარია ხორბლის მინდვრებზე, რომელიც ასაღებად იყო გამზადებული.

„რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეში მარცვლეულის მინდვრებს ცეცხლი წაუკიდეს. გაიხსენეთ ეს სურათი ყოველ ჯერზე, როდესაც რუსები ამბობენ, რომ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილის წინაშე აღმოჩნდება, რადგან, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი წამოიწყო”, – აცხადებს ნიკოლენკო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის დეფიციტია. ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეფასებით კი, შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე,  შიმშილი მსოფლიოში 40-50 მილიონით მოიმატებს. აღნიშნულის მიზეზად კი “მარცვლეულის ომი” სახელდება.

 

მსგავსი თემები