„საჭიროა ახალი სისხლი, გუნდის მუდმივი განახლება“ – ირაკლი კობახიძე საკადრო ცვლილებებზე

„საჭიროა ახალი სისხლი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და შესაბამისად, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულიც არის, რის შედეგებსაც საზოგადოება იხილავს“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მისივე ინფორმაცით, ცვლილებებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდია და კონკრეტული მონახაზი გამოკვეთილი არ არის.

„წელიწად-ნახევარში გახურებული საარჩევნო კამპანია გვექნება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამისთვის მომზადება უკვე დღეს არის დასაწყები. მათ შორის, საკადრო პოლიტიკის კუთხით, საჭიროა გუნდის მუდმივად განახლება. ნებისმიერი არჩევნებიდან არჩევნებამდე საჭიროა ფიქრი იმაზე, რომ გუნდი მუდმივად განახლებას საჭიროებს. ამ ეტაპზე, მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს და საკადრო კუთხით ჯერჯერობით რამე კონკრეტული მონახაზიც კი არ არის გამოკვეთილი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიიდან საკადრო ცვლილებები არაერთხელ დაანონსდა. მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებების აუცილებლობას ხედავენ და აცხადებენ, რომ ცვლილებები ყველა დონეზე საჭიროა.

მსგავსი თემები