,,7 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქში 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს”- პაველ კირილენკო

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, დონეცკის რეგიონში, რუსული დაბომბვის შედეგად 7 ივლისს, 6 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

,,რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 7 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქში 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: კრამატორსკში, სლავიანსკში, ავდეევკაში, სევერსკში, პოკროვსკისა და ორლოვკაში. კიდევ 21 ადამიანი დაშავდა”, – განაცხადა კირილენკომ.

მსგავსი თემები