ხვალ, მიხეილ სააკაშვილს პირადი ექიმები და ექსპერტები გასინჯავენ

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექსპერტები მიხეილ სააკაშვილს ხვალ მოინახულებენ, გასინჯავენ და შეაფასებენ.

განცხადება მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც კლინიკა დატოვა.

„დღეს გავეცანით სამედიცინო დოკუმენტაციას, გარკვეული გამოკვლევების შედეგებს, ასევე გასაუბრება გვქონდა ექიმებთან. ხვალ იგეგმება პაციენტის გასინჯვა, დღეს ვეღარ მოესწრო პაციენტთან საუბარი. ვფიქრობ, რომ პროგრესი არსებითი და მნიშვნელოვანი არ არის და ჩვენი მოსაზრებით, მას ისევ სჭირდება სპეციალიზირებულ, სამკურნალო, სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაცია. ქვეყნის შიგნით სამწუხაროდ, არ არსებობს იმდაგვარი ცენტრები, სადაც მე მეგულება ადგილი, რომ ამ სინდრომებით რეაბილიტაცია და მკურნალობა მოხდეს“ –  განაცხადა ჯიშკარიანმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები