„ძირითადად ზის“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანიამ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი კლინიკაში მოინახულა. როგორც მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად მჯდომარე მდგომარეობაშია და ვერ გადაადგილდება.

„ძირითადად ზის, ურჩევნია ასეთ მდგომარეობაში იყოს. ექიმები ცდილობენ, რომ ცოტა ავარჯიშონ, ცოტა აამოძრავონ. მგონი, მოსწონს ექსპერტების ჩართულობა, მისაღებია მისთვის”, – აღნიშნა ალასანიამ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის ოჯახის მის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს. ასევე, მიესალმებიან საქმეში უცხოელი ექიმების ჩართვას.

 

მსგავსი თემები