„ყველაზე საშიში მტერი, ვინც კი შეიძლება, საქართველოს ჰყავდეს, არის გარუსებული ქართველი“ – დეპუტატი დავით არახამიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელს დავით არახამიას საშიშ მტერს უწოდებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, გარუსებული ქართველი ყველაზე საშიშია.

„საერთოდ არ მაინტერესებს გარუსებული და რუსულ ენაზე მოლაპარაკე ქართველების არც მესიჯები და არც მათი მომართვები. მგონი, არც ქართულ საზოგადოებას არ უნდა აინტერესებდეს, მით უმეტეს იმ ადამიანის, რომელიც საჯაროდ იცავს აბრამოვიჩს, რომელიც თურმე რუსი ოლიგარქი არ ყოფილა და არ უნდა იყოს დასანქცირებული. ამაზე მეტი ლუსტრაცია საჭირო აღარ არის. ყველაზე საშიში მტერი, ვინც კი შეიძლება, საქართველოს ჰყავდეს, არის გარუსებული ქართველი. არახამია არის კლასიკური გარუსებული ქართველის მაგალითი, რომელიც ჩვენ და ჩვენს საზოგადოებას რუსულ ენაზე მოგვმართავს ხოლმე “, – აცხადებს სამხარაძე დავით არახამიასთან დაკავშირებით.

 

მსგავსი თემები