ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ არ შეიცვლება  

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს  „უკრაინის ნამდვილ მეგობარს“ უწოდებს და დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ ჯონსონის გადადგომის მიუხედავად არ შეიცვლება.

,,უკრაინამ ბევრი რამ მოიპოვა ბორის ჯონსონსთან ურთიერთობით, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მხარდაჭერით,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბორის ჯონსონმა დღევანდელ ბრიფინგზე, რომელზეც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, უკრაინელ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი იბრძოლებს უკრაინის თავისუფლებისთვის.

„ნება მიბოძეთ, ახლა მივმართო უკრაინელ ხალხს – მე ვიცი, რომ ჩვენ დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლის მხარდაჭერას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება ეს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა  მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა, თუმცა  პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ახალი ლიდერის არჩევამდე შეასრულებს.

მსგავსი თემები