,,Credit Suisse-ს მოქმედებები შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  დღეს,  პარტიის ოფისში  ირაკლი ღარიბაშვილთან  გამართულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილის  სანქცირების შესახებ არ უსაუბრიათ. მისი თქმით, გაუგებარია ვის ან რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს  არაფორმალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვის.

„პრემიერის მონაწილეობით დღეს პარტიაში შეხვედრა ნამდვილად შედგა. სხვადასხვა მიმდინარე, მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ, რაც პარტიის საქმიანობას და ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. ამ თემას ჩვენ არ შევხებივართ. ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა განცხადება გაავრცელა. ადვოკატი აცხადებს, რომ დე ფაქტო არაფორმალური სანქციები დიდი ხანია მოქმედებს. ეს არის პოზიცია, რომელიც არის წარმოდგენილი და აშკარად ბუნებრივია, ამ განცხადებაში ლოგიკა არის. რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს ვიღაცებს ამ არაფორმალური სანქციების დაწესება, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ანუ რისთვის შეიძლება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესში შემოყვანა მისი ნების წინააღმდეგ სჭირდებოდეთ, არ ვიცი, საზოგადოებამ იმსჯელოს ამაზე,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, ,,კრეიდ სუისის” მოქმედებები, შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას და შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევს.

„კრედიტ სუისის“ მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ ვიღაც რატომღაც არ უფრთხილდება საერთოდ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას იმიტომ, რომ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი შვეიცარიის საბანკო სისტემას ანგრევს. ბუნებრივია ეს ასეა. სრულად კარგავს ასეთ დროს ბუნებრივია ნებისმიერი კლიენტის ნდობას ეს სისტემა. ჩვენ ბავშვობიდან გვახსოვს ყველას, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ეს იმიჯი სამწუხაროდ, მთლიანად ნადგურდება. რაში შეიძლება ვიღაცას ეს სჭირდებოდეს არ ვიცი, ეს ერთი და მეორე: ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისი ნების წინააღმდეგ, ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. მე ამ თემაში ნამდვილად არ შევალ,“ – აღნიშნა ირაკლი  კობახიძემ.

,,აშკარაა, რომ Credit Suisse-ს მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება”- იურიდიული ფირმა “ემ ქეი დი”

მსგავსი თემები