,,მართლა სამარცხვინოა ეს ქალი”- ირაკლი კობახიძე ხოშტარიაზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც  სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, შსს-ის მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელი, კობა კობაიძის დასანქცირება მოითხოვა.

კობახიძის თქმით, ელენე ხოშტარიამ თავის მილიონობით რუბლს უნდა მიხედოს, რითაც მისი ოჯახი  ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამდიდრდა..

„ელენე ხოშტარიამ თავის რუსულ რუბლებს უნდა მიხედოს, მართლა სამარცხვინოა ეს ქალი. სხვა კომენტარის გაკეთება ხოშტარიაზე უბრალოდ არ შეიძლება, თავის მილიონობით რუსულ რუბლს მიხედოს, რითაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამდიდრდა მისი ოჯახი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ელენე ხოშტარია ვახტანგ გომელაურის, გრიგოლ ლილუაშვილის და კობა კობაიძის დასანქცირებას ითხოვს

მსგავსი თემები