,,არახამიამ საკუთარ თავს და პრობლემებს უნდა მიხედოს, რომელიც საკუთარ ხალხს შეუქმნა”- ირაკლი კობახიძე

,,როდესაც არახამია საუბრობს იმაზე, რომ უნდა დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს, მათ შორის, უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძე დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა სანქციების ქვეშ აღმოჩნდება.

“არახამიამ საკუთარ თავს და პრობლემებს უნდა მიხედოს, რომელიც საკუთარ ხალხს შეუქმნა. როდესაც არახამია საუბრობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას. ეს პროექტები დგება ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა, ჯერ თავისია თუ არა ისიც თვითონ არ იცის სერიოზული პრობლემები და ახლა იგივე პრობლემები უნდა შექმნას ახალ საქართველოშიც. ასეთი სანქციები მატერიალური კუთხით ნიშნავს იმას, რომ უამრავი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელებეულიყო ქართველი ხალხისთვის, შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს უნდათ ამ ადამიანებს და უნდათ უფრო უარესი და ეს არესი რა არის ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,კარგი ამბავი მაქვს, განიხილება სანქციები საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ”- დავით არახამია

მსგავსი თემები