,,ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ტერორისტული ქვეყანაა”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით,  უკრაინა “დიდი ოცეულის” სამიტისგან კრემლის სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას ელოდება. პოდოლიაკის თქმით, ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ტერორისტული ქვეყანაა.

,,რას ელის უკრაინა G20 შეხვედრისგან? ლიდერობა და გადაწყვეტილებები: კრემლის სრული ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია. რუსეთის წარმომადგენლებისთვის G20-ის ინდონეზიის სამიტი სირცხვილის დერეფნად უნდა იქცეს. ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ტერორისტული ქვეყანაა”,- წერს მიხაილო პოდოლიაკი.

მსგავსი თემები