,,უკრაინა შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით”- კობა ნაყოფია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ კლინიკა “ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა, რომ უკრაინა შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ნაყოფიას თქმით,  უკრაინაში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი ძალიან სწრაფად უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში, სპეციალურ დაწესებულებაში.

,,უკრაინის და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ცნობილია, ეს არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პირადი პატიმარი. პუტინი ამას ბიძინა ივანიშვილის ხელით ახორციელებს საქართველოში. ყველა არის ამაში დარწმუნებული. უკრაინა შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თვლიან, რომ ძალიან სწრაფად უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში, სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც მას აღმოუჩენენ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას სიცოცხლის გადასარჩენად. რაც შეეხება ექსპერტიზას, “ქართული ოცნებისგან” ყველაფერია მოსალოდნელი. თავიდან რომ ავიცილოთ სხვადასხვა ტიპის მოულოდნელობა და სიურპრიზი, კარგი იქნება თუ ექსპერტიზა ევროპელი პარტნიორების მეთვალყურეობით ჩატარდება”,- განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მსგავსი თემები