,,გამუდმებით გეუბნებიან, რომ ფაშისტი ხარ, ნაცისტი“- ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი ექიმი

ცნობილი უკრაინელის მედიკოსი, რომელიც რუს სეპარატისტულ ძალებს სამი თვის განმავლობაში ტყვედ ჰყავდათ,  ოკუპანტებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წამებაში ადანაშაულებს. 53 წლის იულია პაიევსკა 16 მარტს მარიუპოლის მახლობლად საგუშაგოზე ამოიცნეს და მძღოლთან ერთად დააკავეს.

„ხუთი დღის განმავლობაში არ მქონდა საჭმელი და წყალი“, – განუცხადა პაიევსკამ CNN-ს.

მისი თქმით, აგრესორები მუდიმავად ძალადობნენ მასზე, : “ამ სამი თვის განმავლობაში ერთი წუთითაც არ გაჩერებულან. გამუდმებით გეუბნებიან, რომ ფაშისტი ხარ, ნაცისტი,” – აღნიშნნა პაიევსკამ.

ცნობისთვის, უკრაინელი ექიმი მარტის შუა რიცხვებიდან ივნისის შუა რიცხვებამდე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დონეცკის წინასწარი დაკავების ცენტრში იყო დატყვევებული.

მსგავსი თემები