,,გაღიზიანებული არიან საქართველოზე, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები”- ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორ მაიკლ მაკფოლის განცხადებას ეხმიანება.

ქადაგიშვილის თქმით, ყველაფერს საზღვარი აქვს და როდესაც, რომელიმე სუბიექტი სანქციებზე ლაპარაკობს, შესაბამისი ფაქტებიც უნდა დაასახელონ.

,,დააკონკრეტა მაკფოლმა ვინ იგულისხმა? მე მაიკლ მაკფოლის აზრების წამკითხველი არ ვარ. კარგად ვიცით, უკრაინას ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით უკვე 4 თვეა აქვს. ამ პოლიტიკას აგრძელებენ, ეს არის, მეტი კი არაფერი სიახლეა. 4 თვეა გვესმის, რომ გაღიზიანებული არიან საქართველოზე, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები, როგორც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა მოგვახსენა და რომ არ არის ქართული ტანკები დღეს ცხინვალში და რუსეთთან არ ვართ ომში. ამ გაღიზიანებას ეგენი არ მალავენ, ნებისმიერ სიას შეადგენენ ოღონდ კი საქართველო დააზიანონ და ახლა რა ვქნათ, ქართველები ვიყოთ ქართველების მხარეს თუ არესტოვიჩის მხარეს?! ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! ერთი ფაქტი თქვან და მორჩნენ ქვეყნის დაბულინგებას,”- განაცხადა ირაკლი  ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მაკფოლის განცხადებით, საქართველოდან და ბელარუსიდან გარკვეული პირების დასანქცირება განიხილება. მისი თქმით, უეჭველად იქნებიან ინდივიდები საქართველოსა და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები.

მსგავსი თემები