,,კარგი ამბავი მაქვს, განიხილება სანქციები საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ”- დავით არახამია

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოეს გარემოცვა სანქციების ქვეშ აღმოჩნდება. მისი თქმით, საჭიროა საერთაშორისო დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად ქართულ პოლიტიკასა და ქართული სახლწმიფოს ცხოვრებაში.

,,კარგი ამბავი მაქვს. მაკფოლმა განაცხადა, რომ უახლოესი სანქციების პაკეტში განიხილება სანქციები საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ. პირველ რიგში, მინდა საქართველოს მოქალაქეები დავამშვიდო, ქართველი ხალხი არ დაზარალდება. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა. შესაბამისად, საჭიროა დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად ქართულ პოლიტიკასა და ქართული სახლწმიფოს ცხოვრებაში. იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში, ბუნებრივია არის პრობლემა , თუ როგორ მოხდეს ამისგან გათავისუფლება ან მისი მინიმიზაცია, ყველა ძალოვანი სტრუქტურა კონტროლდება ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ, პოლიტიკური სტრუქტურები, მთავრობა, საკვანძო სამინისტროები, ამიტომ, სამწუხაროდ, საქართველო ამ ხაფანგს დამოუკიდებლად თავს ვერ დააღწევს. საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად და ეფექტიანად დაგეხმარებიან. ველოდებით ახალ ამბებს. თვალს ვადევნებთ საინფორმაციო სიახლეებს ამერიკიდან და ევროკავშირიდან,”- განაცხადა დავით არახამიამ ,,პირველებთან”.

მსგავსი თემები