რუსეთმა კუნძულ ზმეინზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის პრესმდივნის, სერგეი ბრაჩუკის ინფორმაციით, 7 ივლისის გამთენიისას რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელა ოდესის რეგიონსა და ზმეინის კუნძულზე.

ბრაჩუკის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორი სასოფლო-სამეურნეო საწყობი და 35 ტონა მარცვლეული განადგურდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მსგავსი თემები