ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ყოველწლიური სესიის ბოლოს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში, რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და მიიღოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებები სრულად უნდა შეასრულოს.

რეზოლუცია  გმობს აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანების ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების დარღვევის შედეგად, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას სხვადასხვა ფორმით.

ამასთან, დოკუმენტი  სთავაზობს შედეგზე ორიენტირებული შუამავლობის გააქტიურებას და არსებულ მექანიზმებზე დაფუძნებულ მოლაპარაკებებს კონფლიქტების მოგვარების მიზნით.

მსგავსი თემები