,,მოვუწოდებ მედიას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პარტიებს – ერთად გამოვავლინოთ პოლიტიკურ „აფერისტობაში“ ჩართული სუბიექტები”- კახა ოქრიაშვილი

,,მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ფსევდო-ოპოზიციურ პარტიებს, არ უნდა მივცეთ საშუალება, ხმები ოპოზიციურ ელექტორატში მოიპოვონ და შემდეგ სადეპუტატო მანდატები „ოცნებას“ მიჰყიდონ,”- ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი წერს.

კახა ოქრიაშვილი მედიას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პარტიებს “პოლიტიკურ აფერისტობაში ჩართული პირების” გამოვლენისკენ მოუწოდებს, რათა ქართველი ხალხი, არ შევიდეს შეცდომაში.

,,ჩემმა გუშინდელმა განცხადებამ მედიის ყურადღება მიიქცა და „გირჩის“ და „მოქალაქეების“ პარტიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.  ვადასტურებ – დღესაც მიმაჩნია, რომ ორივე პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია. ისინი ერთი ხის სხვადასხვა ტოტები არიან.

რა იყო გაღიზიანების მიზეზი, ვერ გავიგე, რადგან ყველასთვის ყველაფერი ისედაც ნათელია. წლებია, ეს პარტიები „ოცნების“ ყველა მნიშვნელოვან, მათ შორის ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ – მოხვდნენ პარლამენტში, როგორც „ოცნების“ ოპონენტები და მოხვედრის დღიდან იქცნენ მათ პარტნიორებად. ამ პარტიების წევრები გუშინ სიამაყით აცხადებდნენ, რომ ღიად ვაჭრობენ „ოცნებასთან“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ლუსტრაცია დაწყებულია. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ფსევდო-ოპოზიციურ პარტიებს და არამხოლოდ ამ ორს, არ უნდა მივცეთ საშუალება, ხმები ოპოზიციურ ელექტორატში მოიპოვონ და შემდეგ სადეპუტატო მანდატები „ოცნებას“ მიჰყიდონ.

მოვუწოდებ მედიას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პარტიებს – ერთად გამოვავლინოთ პოლიტიკურ „აფერისტობაში“ ჩართული სუბიექტები, რათა ქართველი ხალხი, კენჭისყრის წინ არ შევიდეს შეცდომაში, თუ ვინ არის რეალური ოპოზიცია და ვინ – არა!

P.S. კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჩვენს ხალხს და ქვეყანას წინ დიდი და ნათელი მომავალი აქვს! “,- წერს კახა ოქრიაშვილი.

მსგავსი თემები