,,პუტინი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას აგრძელებს, ამიტომ კომისია საგანგებო გეგმაზე მუშაობს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენი განცხადებით, რომ ევროკავშირი რუსეთისგან ენერგეტიკის სრული შეწყვეტისთვის უნდა მოემზადოს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი კვლავ აგრძელებს ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას.

,,ჩვენ ახლა უნდა მოვემზადოთ ბუნებრივი აირის მიწოდების შემდგომი შეფერხებისა და რუსული ბუნებრივი აირის სრული შეწყვეტისთვისაც კი. ცხადია, პუტინი ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას აგრძელებს, ამიტომ კომისია ევროპის საგანგებო გეგმაზე მუშაობს.

ჩვენ ამ გეგმასა და საჭირო ინსტრუმენტებს ივლისის შუა რიცხვებში წარვადგენთ. წევრ ქვეყნებს უკვე აქვთ ეროვნული საგანგებო გეგმა, ეს კარგია. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ერთიანი ქმედებები. ჩვენ დარწმუნებული  უნდა ვიყოთ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში გაზი მიეწოდებათ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება”, –  განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები