„ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა“ – დავით უსუფაშვილი

დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ზაცია, ზაცია და ამ ზაციაში ვიქნებით ჩაფლული“  – აცხადებს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი დავით უსუფაშვილი.

მისი შეფასებით, დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია.

„ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, რომ ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით ალბათ, მოცული რამდენიმე თვე – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ზაცია, ზაცია და ამ ზაციაში ვიქნებით ჩაფლული. მოკლედ გეტყვით – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია. გაგიგიათ ჩემგან, იმის მიუხედავად რა თქვა კობახიძემ ან ხვალ რას იტყვის, რომ ის არის ქვეყნის მტერი?! არა, მე ვლაპარაკობ, რომ მას რაღაც შეეშალა, არასწორად ესმის. ესე იგი, მე ხელს ვუწყობ დეპოლარიზაციას. ვინც გამოდის და ლაპარაკობს, რომ მე ომი მინდა, ქვეყნის დაქცევა და რაღაც უბედურება, ის ხელს უწყობს პოლარიზაციას,”- განაცხადა უსუფაშვილმა მედიასთან.

 

მსგავსი თემები