„ომიკრონისთვის“ ბარიერი არ არსებობს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ომიკრონი ისეთი მუტაციაა, რომლისთვისაც ბარიერი არ არსებობს. რეინფიცირების თვალსაზრისით, ომიკრონი არის სრულიად უნიკალური, ყველა სხვა მუტაციას შორის“ – აღნიშნა  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში.“

მისი შეფასებით, როგორც საქართველოში, ის მსოფლიოში, ამ ეტაპზე „ომიკრონის“ მეოთხე და მეხუთე ქვე-შტამი ცირკულირებს.

„ომიკრონის“ ქვე-მუტაციებს შორის ყველაზე მეტად გამორჩეულია მეხუთე ვარიანტი, ე.წ. B.A.5,  რომელიც დღემდე ცნობილ ვირუსებს შორის ითვლება მხოლოდ წითელაზე ნაკლებად გადამდებ ვირუსად. ძალიან დიდია მისი გავრცელების და გადადების სისწრაფე. ერთი ინფიცირებული 10-12 ადამიანს აინფიცირბს, რაც ძალიან დიდი ციფრია. საქართველოში ამჟამად ძირითადად ცირკულირებს ომიკრონის მეოთხე და მეხუთე ქვე-ვარიანი. ყველა ქვეყანაში ანალოგიური მდგომარეობაა. ამ ეტაპზე სწორედ ეს შტამებია დომინანტური“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები