„ენჯოებისა“ და ოპოზიციისგან განსხვავებით, პრეზიდენტს ევალება, ფაქტებზე დაფუძნებით ისაუბროს” –კობახიძე პრეზიდენტზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს გუშინდელი განცხადებების გამო აკრიტიკებს. როგორც კობახიძე აცხადებს, სალომე ზურაბიშვილი არ არის არც „ენჯეო“ და არც პოლიტიკური პარტია.

„მას პასუხისმგებლობა აქვს, ნებისმიერი განცხადება ფაქტებზე დაფუძნებით გააკეთოს, თუმცა არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია. მან ეს სტანდარტი დაარღვია… პრეზიდენტს არც ერთი ფაქტი არ მოუყვანია, რაც მისი პასუხისმგებლობაა. „ენჯოებისა“ და ოპოზიციისგან განსხვავებით, პრეზიდენტს ევალება, ფაქტებზე დაფუძნებით ისაუბროს, რაც მას არ გაუკეთებია. 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულები პირდაპირ დაკავშირებულია 12 პუნქტთან, მათ შორის გამოძიების სრულ გამჭვირვალობას და ჩვენ ამ საკითხზე ჩვენი ხედვა წარმოვადგინეთ. გამოძიება პროკურატურის საქმეა და მასში ჩარევა პარლამენტს არ შეუძლია, მაგრამ ინფორმაციის გასაჯაროება და სრული გამჭვირველობა კომიტეტის პასუხისმგებლობა იქნება და ეს მოხდება სამინისტროებთან თანამშრომლობით“ – განმარტავს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ კობახიძის კრიტიკა სალომე ზურაბიშვილი იმ განცხადებებმა გამოიწვია, სადაც პრეზიდენტი 5 ივლისის საქმეზე საუბრობს და ამბობს, რომ საზოგადოება დამნაშავეების დასჯას ჯერ კიდევ ელოდება.

„როცა საქმე ეხება მოძალადე ჯგუფებს, ვინც წლების მანძილზე ქვეყანაში ძალადობდნენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ გვახსენდება, რომელიც ცხრა წელი ძალადობდა ხალხზე, ბიზნესის რეკეტისა და პატიმრების გაუპატიურების ფორმით. ეს პარტია საზოგადოებაზე ძალადობას ახლაც აგრძელებს ოპოზიციიის რიგებიდან. „ალტ ინფოს“ და „ნაცმოძრაობას“ შორის არავითარი ტოლობის ნიშანს არ ვსვამ, მეტობის ნიშანს ვსვამ „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ“ – აცხადებს კობახიძე.

 

მსგავსი თემები