ოქტომბერში კორონავირუსის პიკს ცუნამის სახით ელიან – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პიკი ოქტომბერში იქნება.

„შემოდგომაზე პიკის მოლოდინი რეალურად არსებობს. კონკრეტული თვეც არის დასახელებული – ოქტომბერი. ტერმინიც არის გამოყენებული, რომელიც ასახავს მოლოდინის სიმძაფრეს. შესაძლოა, ჩვენ შემოდგომაზე გველოდეს კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღა, ცუნამის მსგავსი. ეს ხატოვანი გამოთქმაა, მაგრამ, რეალურ მოლოდინს ასახავს. შემოდგომაზე იქნება მატება. ეს რამდენად მნიშვნელოვანი მატება იქნება, თქმა რთულია. ბევრი ფაქტორია, რომელიც ამ პროგნოზის საშუალებას გვაძლევს. პირველ რიგში, ისევ და ისევ ახალი მუტაციები, რომელიც გაცილებით უფრო მეტად გადამდებია და რომლის წინააღმდეგ დაცვითი ძალა  – ადრე გადატანილ კორონავირუსს არ აქვს“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში“.    

მსგავსი თემები